სამხრეთ კავკასიის უსაფრთხების საკითხებზე დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.
მონაწილეები რეგიონალური უსაფრთხეობის, მათ შორის, ენერგო და ეკონომიკური რესურსების უსაფრთხო გამოყენების საკითხებს განიხილავენ.
მთავარი განსახილველი თემა კი - კონფლიქტური რეგიონები, ოკუპირებული ტერიტორიები და ის საფრთხეებია, რომლის წინაშე არა მარტო საქართველო, არამედ მთლიანად რეგიონის დგას.
კონფერენციის მუშაობაში დიპლომატები; საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და ისრაელიდან ექსპერტები; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ისრაელის, გერმანიის ელჩები; ასევე; ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენელები მონაწილეობენ.
"ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია და მისი ფორმატი დისკუსიების მეშვეობით ურთიერთობის უნიკალურ საშუალებას აძლევს მონაწილე მხარეებს, რათა მათ განიხილონ სამხრეთ კავკასიაში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები" - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯუდით გოფმა.
კონფერენციის მონაწილეებს მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემაც.
"ვიმედოვნებ, რომ კონფერენციაში მონაწილე მაღალი რანგის სტუმრების საკითხების ღრმა ცოდნა და ხედვა საინტერესო და დეტალურ დებატებს გამოიწვევს, რაც რეგიონში უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს" - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
