საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს სასტუმრო "რედისონში" საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
კვლევა - "საზოგადოების განწყობა საქართველოში" 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩატარდა. სულ 3 161 რესპონდენტი გამოკითიხა.
NDI-ის დირექტორის საქართველოში ლუის ნავაროს განცხადებით, წინა კვლევა სექტემბერში ჩატარდა, სანამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდებოდა.
"საინტერესოა, როგორია მოსახლეობის პრიორიტეტები და მოსაზრება ივანიშვილის პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენის შემდეგ" - განაცხადა ნავარომ.
