ქართულ პოლიტიკაში კორუფციული ფული, მითუმეტეს მტრისგან დაფინანასებული, ვეღარ შემოვა - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა
პეტრე ცისკარიშვილმა დღეს პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.
მან "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონს ევროპული უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს მიდგომა – "მე მოგცემ ფულს, შენ მომიტანე ხმები".
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პოლიტიკური ოპონენტები შუშის სასახლეში დარბიან და ზოგიერთი მათგანი იქიდან დოლარების ქისით ხელდამშვენებული გამოდის, ზოგი – ვერა.
მისივე შეფასებით, შუშის სასახლის ბინადრებს გარდა ფულისა, არანაირი სხვა ხიბლი არ გააჩნიათ.
უმრავლესობის ლიდერმა ბადრი პატარკაციშვილიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველას ახსოვს პატარკაციშვილის სასახლესთან ფულის მისაღებად რიგები, რაც დაუშვებელია.
