პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს რეფერალური პროგრამის ისევ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაცემის თხოვნით მიმართა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას დავითაიამ განაცხადა, რომ როდესაც ამ პროგრამის შესრულება ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია იყო, ის კარგად ხორციელდებოდა.
ვიცე-სპიკერმა მაგალითად კონკრეტული ფაქტი მოიყვანა, როდესაც, გარკვეული ხნის წინ, დაფინანსების მიღების მოლოდინში მოქალაქე გარდაიცვალა. მას თანხის მისაღებად, ბევრი პროცედურის გავლა დასჭირდა, რამაც დიდი დრო დააკარგვინა.
