გაბაშვილმა ალასანიას განცხადებებს შავბნელი უწოდა
გაბაშვილმა ალასანიას განცხადებებს შავბნელი უწოდა
20:06 20.03.2012
უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ირაკლი ალასანიას განცხადებებს შავბნელი და ამაზრზენი უწოდა.
პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას გაბაშვილმა განაცხადა, რომ არის კრიტიკა, რომელიც ყველანაირ ზღვარს სცილდება და აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
"ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება თურმე საკუთარ ქვეყანაში სამოქალაქო ომს ამზადებს. მან სირია და ჰომსი ახსენა და ამ შავბნელი სცენარით წარმოაჩინა საქართველოს მომავალი"- განაცხადა გაბაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში კრიმინალური ბანდების და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დრო დასრულდა.
"თუ ვინმეს საკუთარი ქვეყნის პოლიცია, არმია და რეზერვი უკანონო ფორმირება ჰქონია, პოლიტიკური შეხედულებები აქვს გადასახედი" - განაცხადა გაბაშვილმა.

ბეჭდვა