გრიგოლ ვაშაძე გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
გრიგოლ ვაშაძე გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
19:35 20.03.2012
საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟენევის მოლაპარაკებებში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი ანტი ტურუნენი მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასაც შეეხო.
მხარეებმა რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების თაობაზე ვალდებულების აღების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

ბეჭდვა