პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატი ჯონდი ბაღათურია "უბედურ მასხარას" შეადარა.
კუბლაშვილს ბაღათურიას გვარია არ უხსენებია, თუმცა, მკაფიოდ მიანიშნა მასზე.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მას თავისი შვიდი წლის შვილის ლექსი გაახსენდა - "ჯიმბო არის ბედნიერი კლოუნი".
"ეს ლექსი მასხარაზეა, რომელსაც ჯიმბო ჰქვია, ის მხიარული მასხარაა და ბავშვებს ართობს" - განაცხადა კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში ჯიმბოსგან განსხვავებით, უბედური მასხარაა.
მისი თქმით, ის უბედურია, რადგან ამ დრომდე ვერ მიიღო მოსაწვევი "შუშის შენობიდან, სადაც ფულებს არიგებენ" და ფიქრობს, რომ ყურადღების მიღმა დარჩა. კუბლაშვილს მხედველობაში ჰქონდა მილიარდერი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია.
