პრემიერი დეპუტატებს დაპირდა, რომ გონიოს მიწებზე პროკურატურა განცხადებას გააკეთებს
პრემიერი დეპუტატებს დაპირდა, რომ გონიოს მიწებზე პროკურატურა განცხადებას გააკეთებს
17:46 20.03.2012
გონიოს მიწებთან დაკავშირებულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და პროკურატურა ძალიან მალე განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ პრემიერმა ნიკა გილაურმა პარლამენტის რიგგარეშე  სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც "ქრისტიან-დემოკრატმა გიორგი ახვლედიანმა გონიოს მიწების ჩამორთვევაზე ისაუბრა.
ნიკა გილაურის განცხადებით, გონიოს საკითხი პროკურატურაშია გადაგზავნილი, გამოძიება მიმდინარეობს და ამის შესახებ პროკურატურა განცხადებასაც გააკეთებს. გიორგი ახვლედიანის განცხადებით, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 700-მდე ადამიანს გონიოში, მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწები დაურეგისტრირეს, თუმცა, არჩევნების შემდეგ, ხელსიუფლებამ ამ მიწების ჩამორთმევა დაიწყო.

ბეჭდვა