ბაღათურია – მთავრობა დიდი დანაშაულის ჩასადენად ემზადება
ბაღათურია – მთავრობა დიდი დანაშაულის ჩასადენად ემზადება
17:31 20.03.2012
"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, მთავრობა დიდი დანაშაულის ჩასადენად ემზადება.
"ეს მთავრობა კიდევ უფრო დიდი დანაშაულის ჩასადენად ემზადება - ეს არის ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ მიზნით უკანონო შეიარაღებული ფორმირებები მზადდება, რომლებიც სამოქალაქო დაპირისპირების დროს უნდა იქნეს გამოყენებული" – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტის სხდომაზე.
მან საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა "იმ დიდ დანაშაულს გაემიჯნოს, რომლის ჩადენასაც მთავრობა გეგმავს".
"ქართული დასის" ლიდერმა მინისტრთა კაბინეტის ძირითად ფუნქციად "კორუმპირებული პრეზიდენტისა და კორუმპირებული რეჟიმის სამსახური" დაასახელა.
"დღეს წარმოდგენილია მთავრობა, რომლის წევრთა უმრავლესობამ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, წარმატებით კეთილმოიწყო საკუთარი ცხოვრება და ხალხისა და სახელმწიფოს გაღატაკების ხარჯზე გამდიდრდა",– განაცხადა ბაღათურიამ.
მისი თქმით, პარლამენტში ის მთავრობაა წარმოდგენილი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში დედაქალაქი დაუცველი დატოვა და რომელიც თურქული ოკუპაციის სიმბოლოს მშენებლობას ლობირებს.


ბეჭდვა