არასამთავრობო ორგანიზაცია "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა" აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების უკანონო ხარჯვაში ადანაშაულებს.
როგორც "ნიუსპრესს" "დევნილთა სამოქალაქო ორგანიზაციის" თავმჯდომარე მანუჩარ სიგუამ განუცხადა, აფხაზეთის მთავრობისთვის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელსაც ისინი თავისი უმოქმედობით ფუჭად ხარჯავენ.
მისი თქმით, მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამიას აფხაზეთის დაბრუნების კუთხით არაფერი გაუკეთებია და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური და განსახლების კუთხით სირაქლემას პოზაშია.
"აფხაზეთის მთავრობაში კადრების დანიშვნა ხდება გია ბარამიას და მაღლი რანგის ჩინოვნიკების პირადი დარეკვით და არა კონკურსის წესით, რომელსაც საქართველოს კანონი მოითხოვს" - აღნიშნა სიგუამ.
