ჯონ ბასი - ძალადობის გამოყენებაზე გამოთქმული ბრალდება ყურადღების მიქცევას საჭიროებს
ჯონ ბასი - ძალადობის გამოყენებაზე გამოთქმული ბრალდება ყურადღების მიქცევას საჭიროებს
17:10 20.03.2012
ნებისმიერი ბრალდება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში კეთდება და რაიმე კუთხით ძალადობის გამოყენების შესაძლებლობას ან მის წინასწარმეტყველებას უკავშირდება,  ყურადღების მიქცევას საჭიროებს.
აღნიშნული კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა სამეგრელოში შეიარაღებული ფორმირებების შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
ჯონ ბასმა აღნიშნა, რომ მსგავსი ბრალდება ან პროგნოზი ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული.
"ჩვენ ყველა მხარესთან ურთიერთობისას ნათლად განვაცხადეთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ძალადობას არ აქვს ადგილი და მნიშვნელოვანია ეს ყველას კარგად ჰქონდეს გათვითცნობიერებული" - აღნიშნა ჯონ ბასმა.
ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, სამეგრელოში შეიარაღებული ფორმირებების შექმნა მიმდინარეობს, რომლის გამოყენებას ხელისუფლება არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში გეგმავს.

ბეჭდვა