პრემიერი ტურისტების რაოდენობის ზრდას პროგნოზირებს
პრემიერი ტურისტების რაოდენობის ზრდას პროგნოზირებს
17:05 20.03.2012
პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის პროგნოზით, მიმდინარე წელს ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავალი 1 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მესტიაში, სიღნაღში, ანაკლიასა და ბათუმში ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში ტურიზმი განვითარდეს.
მისი თქმით, თავის მხრივ ტურისტების ჩამოსვლა საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
"ყოველი მილიონი ტურისტი 15 ათას ახალ სამუშაო ადგილს ქმნის. მომავალში ტურისტების რაოდენობის 2 მილიონამდე გაზრდას ვაპირებთ" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, შარშან ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა ინფლაცია იყო, წელს კი - ეს მაჩვენებელი შემცირდა.

ბეჭდვა