ვეფხვაძე გილაურს მინისტრების მონაწილეობით რეალითი-შოუს მოწყობას სთავაზობს
ვეფხვაძე გილაურს მინისტრების მონაწილეობით რეალითი-შოუს მოწყობას სთავაზობს
16:58 20.03.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს მინისტრების  მონაწილეობით რეალითი-შოუს გამართვას სთავაზობს.
ვეფხვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს გილაურს შესთავაზა - მინისტრები სოფელში წაიყვანოს, ვაუჩერები და 140 ლარი დაურიგოს და დააკვირდეს ასეთ პირობებში რამდენ ხანს გაძლებენ.
ვიცე-სპიკერმა გილაურს მინისტრების დევნილთა მდგომარეობაში ჩაყენებაც შესთავაზა იმის გასაგებად, თუ როგორ იცხოვრებენ ისინი დევნილთა დასახლებაში და 28 ლარით.

ბეჭდვა