გრიგოლ ვაშაძე – აფხაზებს გაულაიტერი დაუნიშნეს
გრიგოლ ვაშაძე – აფხაზებს გაულაიტერი დაუნიშნეს
15:17 20.03.2012
საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, აფხაზებს გაულაიტერი დაუნიშნეს. ეს განცხადება ვაშაძემ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის მიერ სპეციალურ წარმომადგენელად კრასნოდარის მხარის გუბერნატორის დანიშვნის კომენტირებისას გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბარში გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაა, რუსებმა კი აღმოაჩინეს, რომ ეთნიკური წმენდის მიუხედავად, მათ უნარი არ შესწევთ საოკუპაციო რეჟიმს მიენდონ.
"ამიტომ დაიწყეს გენერალ-გუბერნატორების დანიშვნა. რუსები რომ ეძახიან "ნამესტნიკს". გასაკვირი არაფერი არ არის. ხომ გახსოვთ, მესამე რაიხი ვის ნიშნავდა ოკუპრებულ ტერიტორიაზე? მათ ერქვათ, გაულაიტერები, აი სწორედ გაულაიტერი დაუნიშნეს აფხაზებს" – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის მიერ სპეციალურ წარმომადგენელად კრასნოდარის მხარის გუბერნატორის დანიშვნის გამო აღშფოთება გუშინ ბიუროს სხდომაზეც გამოითქვა. პარლამენტის ორმა კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება შეიმუშავა.




ბეჭდვა