ჯონდი ბაღათურიამ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში შეხვედრა გამართა
ჯონდი ბაღათურიამ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში შეხვედრა გამართა
12:00 20.03.2012
"ქართული დასის" ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ თბილისში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ნატო-ში გასაწევრიანებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ამისთვის მთავარი ინდიკატორი კი, მისი თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებია.
"არჩევნების სამართლიანად ჩატარება ხელს შეუწყობს დემოკრატიის განვითარებას და ევროპულ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციას" - განაცხადა ბაღათურიამ.

ბეჭდვა