პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" რაიონული ოფისები დღეს დუშეთსა და ლენტეხში გაიხსნება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" "ქართული ოცნების" პრესსამსახურიდან აცნობეს.
"ქართული ოცნება" რეგიონალურ ოფისებს ეტაპობრივად ხსნის გასულ კვირას კოალიციამ ოფისი ხაშურში გახსნა. ღონისძიებას კოალიციის ლიდერები ირაკლი ალასანია და ნოდარ ხადური ესწრებოდნენ.
