პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დღეს დაამტკიცებს
პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დღეს დაამტკიცებს
10:38 20.03.2012
პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას დღეს გამოუცხადებს.
პრემიერ-მინისტრსა და მინისტრობის 19 კანდიდატს   საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომაზე ელოდებიან.
დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამას - "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე" პრემიერი ნიკა გილაური გააცნობს. ამის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას საკანონმდებლო ორგანო ნდობას გამოუცხადებს.
აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მთავრობაში მე-7 მინისტრის ჩანაცვლების შემდეგ დადგა. გასულ კვირაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ანდრია ურუშაძემ დატოვა, რომელიც მერის მოადგილის თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას. ურუშაძის შემცვლელი კი - შვეიცარიაში საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილია.

ბეჭდვა