საგარეო უწყება ტულუზაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს
საგარეო უწყება ტულუზაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს
10:30 20.03.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ებრაულ სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. ამის  შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და იმედს გამოთქვამს, რომ დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

სამინისტრო ასევე სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ებრაულ სკოლაზე თავდასხმას 1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე ემსხვერპლა.

ბეჭდვა