ირაკლი ალასანია დღეს ბრიფინგს გამართავს
ირაკლი ალასანია დღეს ბრიფინგს გამართავს
10:18 20.03.2012
დასავლეთ საქართველოში ხელისუფლების მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ერთ-ერთი  ლიდერი ირაკლი ალასანია ყველა კითხვას დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე უპასუხებს.

ბრიფინგი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" 13.00 საათზე იგეგმება.

პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რამდენიმე დღის წინ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში ხელისუფლება შეიარაღებულ ფორმირებებს აყალიბებს.

მისი თქმით, აღნიშნულ დაჯგუფებებს მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ გამოიყენებს.

ხელისუფლების მხრიდან ალასანიას განცხადებებს მწვავე შეფასებები მოჰყვა.

ბეჭდვა