კონტროლის პალატა აუდიო ჩანაწერებს გააკეთებს
კონტროლის პალატა აუდიო ჩანაწერებს გააკეთებს
19:55 19.03.2012
კონტროლის პალატა მოსახლეობისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცესის აუდიოჩანაწერს გააკეთებს. ამის შესახებ კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან  ბეჟაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია საპარლამენტო კომიტეტების პოზიცია და იმის გარკვევა თუ როგორ უნდა ხდებოდეს მომავალში ასეთი აჟიოტაჟის პრევენცია, მოსახლეობის უფრო ფართო ინფორმირებულობა და როგორ უნდა მოხდეს აუდიოჩაწერა, რათა ასეთი სპეკულაცია და ინტერპრეტაცია ავიცილოთ თავიდან" - განაცხადა ბეჟაშვილმა.
უახლოეს მომავალში კონტროლის პალატაში აუდიტის ჯგუფი შეიქმნება. ლევან ბეჟაშვილის თქმით, აუდიტის ჯგუფი უშუალოდ პარტიებთან იმუშავებს და მათ საჭირო საკითხებზე კონსულტაციას გაუწევს.

ბეჭდვა