კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ნიკოლოზ აფხაზავამ კორეის პრეზიდენტს ლი მიონ-ბაკს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კორეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ რესპუბლიკის ურყევი პოზიცია დაადასტურა.
ლი მიონ-ბაკი მიესალმება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას კორეაში საქართველოს საელჩოს გახსნის თაობაზე.
კორეის პრეზიდენტმა სეულში დაგეგმილ ბირთვული უსაფრთხოების სამიტში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობაც მოიწონა.
ლი მიონ-ბაკი სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში კორეა-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებით დაინტერესდა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის დანიშვნის შემდეგ, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყება.
