კონტროლის პალატის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ცალკეულ პარტიებში ათობით მილიონი ლარის "გაპრავება" მიდის.
აღნიშნული განცხადება მან დღეს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
მისი განმარტებით, ამ მიმართულებით პარტიებში ახალ სქემება მუშავდება, რომელსაც კონტროლის პალატა შიფრავს.
კონტროლის პალატის თავმჯდომარის განცხადებით, მისი მიზანია, რომ პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლა ბოლომდე მიიყვანონ.
"კონტროლის პალატა ამ ბრძოლაში მარტოა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური კორუფცია დამარცხდეს" - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მან ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვასაც გასცა პასუხი და აღნიშნა, რომ კონტროლის პალატის მხრიდან არანაირ პოლიტიკურ რეპრესიებს არა აქვს ადგილი.
ლევან ბეჟაშვილს პოლიტიკურ რეპრესიებთან დაკავშირებული შეკითხვები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაუსვეს.
