ბაღათურიამ ლევან ბეჟაშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა
ბაღათურიამ ლევან ბეჟაშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა
19:10 19.03.2012
"ქართული დასის" ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ლევან ბეჟაშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული განცხადებით ბაღათურიამ დღეს იურიდიულ და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიწვეულ კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს პირადად მიმართა.

"ახლა თქვენ გაქვთ საშუალება, პროტესტის ნიშნად, დაკავებული თანამდებობიდან გადადგეთ, რითიც სახელს შეინარჩუნებთ და სახელმწიფოს იმ ტრაგედიისგან იხსნით, რისკენაც პრეზიდენტი უბიძგებს ქვეყანას" - განაცხდა ბაღათურიამ.

აღნიშნულ განცხადებას ბეჟაშვილი ჯერ არ გამოხმაურებია.

ბეჭდვა