თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ქართუ ბანკის" სათაო ოფისთან ხვალ კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
აქციის სლოგანი იქნება - "ძალა ერთობაშია, გამოხატე პროტესტი არსებული რეჟიმის წინააღმდეგ".
აქცია სოციალურ ქსელ "ფაცებოოკ"-ის საშუალებით დაიგეგმა.
აქციის მონაწილეები "ქართუ ბანკის" მეშვეობით "ქართულ ოცნებას" სიმბოლურ თანხას ჩაურიცხავენ, შემდეგ კი, კონტროლის პალატას შესაბამისი პროცედურის შესრულებას მოსთხოვენ.
ბოლო ორი კვირაა კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური მოქალაქეებს ახსნა-განმარტებების მისაცემად მასიურად იბარებს.
