რუსეთი და დე-ფაქტო აფხაზეთი საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნას გეგმავენ. ამ ინფორმაციას სააგენტო "იტარ-ტასი" ავცრელებს.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნულის თაობაზე კრასნოდარის მხარის (ყუბანის) გუბერნატორმა ალექსანდრ ტკაჩევმა დღეს განაცხადა.
ციტა ხნის წინ, ტკაჩევი დე-ფაქტო აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.
"ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ საერთო ეკონომიკური სივრცე შეიქმნას და აფხაზი და რუსი ხალხი ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოვდეს" - განაცხადა გუბერნატორმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ყუბანსა და დე-ფაქტო აფხაზეთს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ალექსანდრ ტკაჩევი აფხაზეთის ე.წ. საპატიო მოქალაქეა.
