პოლიტიკურმა პარტიამ "განახლებული საქართველოსთვის" მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რიგით მეხუთე რაიონული ორგანიზაცია დააარსა.
როგორც "ნიუსპრესს" პარტიიდან აცნობეს, ორგანიზაციის თავმჯდომარედ პროფესიით იურისტი ვაჟა ქისტაური, ხოლო ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ - ეკონომისტი ლელა არჩემაშვილი აირჩიეს.
პარტიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური კოორდინატორის ზაალ თვალიაშვილის განცხადებით, აღნიშნული პიროვნებები მცხეთის რაიონში ავტორიტეტით სარგებლობენ და ისინი წინასაარჩევნოდ პარტიას წარმატებას მოუტანენ.
ზაალ თვალიაშვილის თქმით, მთიანეთში პარტიის მეხუთე რაიონული ორგანიზაციის დაარსებით, მცხეთა-მთიანეთის რეგონში პარტია "განახლებული საქართველოსთვის" სრულად დაკომპლექტდა.
