სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს კანადის დელეგაცია ესტუმრა.
როგორც "ნიუსპრესს" სამინისტროდან აცნობეს, კანადის ბრიტანულ-კოლუმბიური იუსტიციის ინსტიტუტის დელეგაცია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობის მიზნით ჩამოვიდა.
მათივე ინფორმაციით, მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
კანადელმა სტუმრებმა გლდანის №8 და №18 დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღები დაათვალიერეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებები მოინახულეს და სამედიცინო სერვისებს გაეცვნენ.
კანადის დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრსაც ესტუმრნენ.
