პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში ყადაღის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხი ზუსტდება.
"კონტროლის პალატის უფლებამოსილება დაზუსტდება იმ ნაწილში, რაც ყადაღის გამოყენებას შეეხება. კონტროლის პალატისთვის პროცედურები გაიწერა"– განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა.
მისი თქმით, ყადაღის გამოყენება მხოლოდ იმ ფარგლებში ხდება, რაც აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა პავლე კუბლაშვილს შეხვდნენ და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონთან დაკავშირებულ ცვლილებებზე იმსჯელეს. ცვლილებების საბოლოო ვარიანტი მზად ხვალ იქნება.
