შემოწირულობის ლიმიტზე კუბლაშვილთან შეთანხმება ვერ შედგა
შემოწირულობის ლიმიტზე კუბლაშვილთან შეთანხმება ვერ შედგა
17:04 19.03.2012
პარტიისთვის ერთი ორგანიზაციიდან გადარიცხულ შემოწირულობის ლიმიტთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
დახურული შეხვედრის შემდეგ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ერთი იურიდიული პირის თანამშრომლებისგან პარტიებისთვის გადარიცხული თანხის რაოდენობის ჯამური ლიმიტი - 500 000 ლარი უცვლელი დარჩება. თუმცა, ერთი იურიდიული პირის მიერ ლიმიტით დადგენილზე მეტი თანხის გადარიცხვის გამო მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ასეთ შემთხვევაში, პარტიას შემომწირველისთვის უბრალოდ ფულის დაბრუნება მოუწევს.
ჩუგოშვილის თქმით, არასამთავრობო სექტორს 500 000 ლარიანი ლიმიტის საერთოდ გაუქმება სურდა, თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მხრივ პროცედურები დარეგულირდება.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში საბოლოო ცვლილებები ხვალ იქნება მზად.

ბეჭდვა