პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელთა განცხადებით, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია და გაერთიანებული პროფკავშირების
თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ერთმანეთთან გარიგებაში იმყოფებიან.
პარტიის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ და რეგიონულმა მდივანმა გია ყრუაშვილმა დღეს რკინიგზის დეპარტამენტთან გამართულ ბრიფინზე "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებს დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირში "საქართველოს რკინიგზელთა ასოციაციაში" გაწევრიანებისკენ მოუწოდეს.
მათი თქმით, დღეს რკინიგზაში სრული ქაოსია და თანამშრომლების პროფესიული ნიშნით დაცვა არ ხდება.
"ჩვენი მიზანია ხელისუფლებასთან გარიგებული პროფკავშირები რკინიგზელთა მთავარი დასაყრდენი აღარ იყოს და მათი უფლებები დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ დაიცვას" - აღნიშნა შალამბერიძემ.
