კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი დღეს პარლამენტში დაიბარეს.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ორ კომიტეტს
დაავალა, რომ დღეს, სავარაუდოდ, 18.00 საათისთვის ლევან ბეჟაშვილი მოიწვიონ და მისგან ინფორმაცია მოისმინონ.
ბაქრაძის თქმით, ბეჟაშვილმა უნდა ისაუბროს იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა კონტროლის პალატის მიერ და რამდენად კანონიერი და მიზანშეწონილი იყო მისი ქმედებები.
დავით ბაქრაძემ კომიტეტებს ღია სხდომის გამართვა დაავალა, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ პირს შეუძლია.
