ირინა სარიშვილი - ივანიშვილის გამოჩენით გამოწვეული მუხტი შენელდა
ირინა სარიშვილი - ივანიშვილის გამოჩენით გამოწვეული მუხტი შენელდა
15:19 19.03.2012
პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით გამოწვეული მუხტი შენელდა და მის მიმართ კითხვების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. ამის შესახებ პარტია "იმედის" თავმჯდომარემ  ირინა სარიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის კოალიციის წევრი პოლიტიკოსებისთვის ფინანსები გადამწყვეტია.
"ფინანსები აუცილებელია, მაგრამ ცუდია, როდესაც ეს მიზანი ხდება. ყველაზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან ალბათ ყველა მხოლოდ ფულის გამო არ არის ბიძინა ივანიშვილთან. ძალიან ბევრი კი, სწორედ ამიტომაა მასთან. პირველ რიგში ეს მის დასაყრდენ ძალას, "რესპუბლიკურ პარტიას" ეხება"- განაცხადა სარიშვილმა და აღნიშნა, რომ კოალიციის წევრი ბევრი პოლიტიკოსი, ივანიშვილთან არყოფნის შემთხვევაში, მას "ფულის ტომარას" დაუძახებდა.
მისი შეფასებით, კოალიციაში ოპოზიციური ძალების ყველაზე დაბალრეიტინგული ძალები შედიან.

ბეჭდვა