"პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში ცვლილებების საბოლოო ვარიანტი მზად ხვალისთის იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ჟურნალისტებთან საუბარში კუბლაშვილმა განაცხადა, რომ 21 მარტს, "პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში ცვლილებების საბოლოო ვარიანტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას რამდენიმე საკითხზე მოხდა შეთანხმება, რაც კანონში აისახება.
