საქართველოს პეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში უცხოური საელჩოების თანამშრომელთა დამოკიდებულება მოქალაქეთა მიმართ უარყოფითად შეაფასა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საინფორმაციო მომსახურების ცენტრში სტუმრობისას განაცხადა, საელჩოში ვიზის ასაღებად მისულ მოქალაქეს ცუდად ეპყრობიან.
"ნახეთ როგორ ეპყრობიან საელჩოში მისულ მოქალქეებს უცხოელებიც და იქ მომუშავე ქართველებიც. ეს იმიტომ ხდება, რომ მას ჰგონია, რომ ის არის უფროსი და შენ მისგან რაღაც გინდა. ასეა ბევრ ქვეყანაში. ეს ხდება ჩვენს საელჩოებში, უცხოურ საელჩოებში, მათ შორის განვითარებულ ევროპულ ქვეყნებშიც" - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს არის ბიუროკრატიის ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში ძვალში და რბილში იყო გამჯდარი, თუმცა, აღნიშნული მენტალიტეტი შეიცვალა.
