მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა რთული არ იყო
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა რთული არ იყო
14:51 19.03.2012
საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა რთული არ იყო. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს უმაღლესი და პროფესიული განათლების  სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"კორუფცია ადვილი მოსაშორებელი იყო. კორუმპირებულებს ხელებს დაუმოკლებ, სადაც საჭიროა ჩაარტყამ და ცოტა ხანი შეეშვები" - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ყველაზე რთული ფსიქოლოგიის შეცვლა აღმოჩნდა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ძალისხმევით საქართველოში მენტალური რევოლუცია მოხდა, შეიცვალა სახელმწიფო აპარატის მართვა და საზოგადოების დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი.



ბეჭდვა