მასწავლებლის სახლში დღეს იაპონელი მეცნიერი ჰიროტაკე მაედა თბილისის სხვადასხვა სკოლების ისტორიის მასწავლებლებს შეხვდა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეცნიერმა მასწავლებლებს სეფიანთა იარანში ქართველების მოღვაწეობაზე ესაუბრა.
მაედამ მასწავლებლებს საკუთარი წიგნი - "ქართველები სეფიანთა ირანი" გააცნო, რომელშიც მე-16 მე-18 საუკუნეებში ირანში მცხოვრებ ქართველებზე ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქამდე უცნობი ცნობებია მოცემული.
ჰიროტაკე მაედამ აღნიშნული წიგნის გარდა იაპონურ ენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაც გამოსცა. ის ძირითდად ირანისა და საქართველოს ურთიერთობებზე მუშაობს.
მაედას მასტერ-კლასს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილიც დაესწრო.
