პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე საარჩევნო პროცესში რომელიმე ძალის მხირდან იარაღის გამოყენების სურვილს ეჭვქვეშ აყენებს.
აღნიშნული კომენტარით ჩიხრაძემ კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის ირაკლი ალასანიას განცხადებას უპასუხა.
ალასანიას თქმით, შეიარაღებული ფორმირებები იქმნება, რომელთა გამოყენებას ხელისუფლება არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში აპირებს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, ზუგდიდში მოვლენები სირიის ქალაქ ჰომსში მიმდინარე პროცესების მსგავსად განვითარდეს.
ჩიხრაძის განცხადებით, საქართველოში მსგავსი სცენარით ქმედებების განხორციელება ქვეყანას უმძიმეს შედეგს მოუტანს.
მისი თქმით, ძალიან კარგი იქნება, თუ ქართველი პოლიტიკოსების აზროვნებიდან მსგავსი ტერმინოლოგია ამოიშლება.
"არავის უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. სირთულეების მიუხედავად, არა მგონია საარჩევნო პროცესში ვინმე იარაღით ჩარევას აპირებდეს" - აღნიშნა ჩიხრაძემ.
