ექიმების გადამზადების საკითხზე ჭიაბერაშვილს ახალი ინიციატივები აქვს
ექიმების გადამზადების საკითხზე ჭიაბერაშვილს ახალი ინიციატივები აქვს
13:57 19.03.2012
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ ჭიაბერაშვილს ექიმების გადამზადებასთან დაკავშირებით კონკრეტული ინიციატივები აქვს. აღნიშნული განცხადება მან დღეს პარლამენტის  ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
ჭიაბერაშვილი უახლოეს ხანში კლინიკების ხელმძღვანელებთან და ექიმებთან შეხვედრას აპირებს, სადაც ამ საკიტხს განიხილავს.
"ექიმების გადამზადების რამდენიმე მოდელი არსებობს და რომელი იქნება ყველაზე ოპტიმალური ამაზე პარლამენტის წევრებთან ერთად შევთანხმდებით" – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ზურაბ ჭიაბერაშვილს შეკითხვები დაუსვეს და ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით მისი შეხედულებები და ინიციატივები მოისმინეს.




ბეჭდვა