საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში თბილისის საინფორმაციო მომსახურების ცენტრში იმყოფება,სადაც ის
უმაღლესი და პროფესიული განათლების სასწავლებლის სტუდენტებს ხვდება.
პრეზიდენტმა პირველი საგანმანათლებლო 1000-ლარიანი ვაუჩერი დღეს პირველ მსურველს მარი ბიბილაშვილს გადასცა და პროგრამაში თავადვე დაარეგისტრირა.
ქვეყნის პირველი პირი სტუდენტების მიერ გამართულ შოუს - ფლეშ მობსაც დაესწრო, რომელშიც ცნობილი სახეებიც მონაწილეობდნენ.
სტუდენტებმა ამ ფორმით ახალი პროგრამის დაწყება აღნიშნეს, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით სტუდენტთა საზაფხულო დასაქმებას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია დღეიდან შეეძლებათ.
სტუდენტებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა საზაფხულო დასაქმებისა და პროფესიული განათლების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
