2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მესამე ძალა "ახალი მემერჯვენეები" იქნება. ეს განცახდება "მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა.
მისი თქმით, მესამე ძალის ფუნქციას "მემერჯვენეებთან" ერთად "ლეიბორისტებიც" შეასრულებენ, თუმცა, მათთან გაერთიანება გამორიცხულია.
"ქართული დემოკრატიისთვის ხელისუფლებაში ვინმეს დომინანტობა არასასურველია. ვერ დავიჯერებ, რომ რაც უნდა გამოცდილი ლიდერი იყოს, აბსოლუტური ძალაუფლების პირობებში მსგავს შეცდომებს არ დაუშვებს, მით უმეტეს, პოლიტიკურად ისეთი გამოუცდელი ფიგურა, როგორიც ივანიშვილია. მესიები 21 საუკუნის პოლიტიკაში არ არსებობენ და ამაზე საუბარიც კი სირცხვილია"- განაცხადა ჩიხრაძემ.
მისი თქმით, ივანიშვილის გუნდში ერთიანი პოზიცია ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება.
"კარგად ვიცნობ ბევრ მათგანს და ვიტყვი, რომ არცერთს რომლიმე საკითხზე ერთიანი პოზიცია არ აქვს. ეს გაერთიანება არჩევნებამდე ამა თუ იმ ფორმით შენარჩუნდება, თუმცა, ნათელია, რომ ისინი არჩევნების შემდეგ ერთად ყოფნას არ აპირებენ"- აღნიშნა ჩიხრაძემ.
