საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებთან მიმართებაში საქართველო არვითარ დაფარულ სახელმწიფო პოლიტიკას არ აწარმოებს და ქართულ სახელმწიფოს
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან პრობლემა არ გააჩნია. აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
ამით იგი ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების მხრიდან მოსალოდნელი დაძაბულობის თაობაზე პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
რუსულ მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯავახეთის ტერიტორიაზე შესაძლოა, სომხეთის ეთნიკური დიასპორა გააქტიურდეს. მათი ცნობით, საქართველოში სომხური დიასპორა ნატო-სთან ინტერგრაციის პროცესს ეწინააღმდეგება.
ამასთან დაკავშირებით კალანდძემ აღნიშნა, რომ ჩრდილოატრლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობა თავად სომხეთის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.
"ამას ვინმე რაიმე საფრთხედ რატომ უნდა მიიჩნევდეს, თუ მის უკან რუსული ძალები არ დგას, რომლის ინტერესებში მეზობელი სახელმწიფოების ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესის ხელისშეშლა შედის. საქართველოში ეთნიკურ ჯგუფებს შორის განხეთქილების გამოწვევაც სწორედ მათ ინტერესშია. ყველა ასეთი სპეკულაცია რეალურ საფუძველს მოკლებულია" - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
"ბუნებრივია შეხვედრაზე მხარეებმა დიასპორების შესახებ მდგომარეობა მიმოიხილეს, თუმცა, ამ თემაზე არ უსაუბრიათ. აღნიშნულ საკითხში არავითარი დაფარული პოლიტიკა არ არსებობს" - აღნიშნა ნონო კალანდაძემ.
