"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს პარლამენტში დღეს ხუთი კითხვით მიმართვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩახვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტის პირველი კითხვა უმუშევრობის პრობლემას ეხება.
ჩახვაძის განმარტებით, საინტერესოა, შეიქმნება თუ არა დასაქმების სახელმწიფო სამსახური და დაინიშნება თუ არა უმუშევართათვის ფულადი შემწეობა.
გარდა ამისა, გურამ ჩახვაძის განმარტებით, პარტია მინისტრს მიმართვს კითხვით - შეიცვლება თუ არა შრომის კანონმდებლობა, რომელიც მოქალაქეთა შრომის უფლებებს რეალურად დაიცავს.
"ჩვენი მესამე კითხვა ქვეყანაში არსებულ საპენსიო სისტემას შეეხება. გვაინტერესებს მოითხოვს თუ არა მინისტრის პენსიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდას. გარდა ამისა, გვაინტერესებს სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემაც. მოითხოვს თუ არა მინისტრი გაიზარდოს დღეს არსებული 22-ლარიანი მინიმალური შემწეობა 160 ლარამდე და ბოლოს, ინებებს თუ არა მინისტრი შემოიღოს საყოველთაო დაზღვევის სისტემა, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამედიცინო მომსახურებას" - განაცხადა გურამ ჩახვაძემ.
მისივე განმარტებით, "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტია დღეს აღნიშნული ხუთი კითხვით ახალ მინისტრს და მთავრობას მიმართვას.
