მაია ფანჯიკიძე კონტროლის პალატას ხელისუფლების მაღალჩინოსნების ხელფასებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
მაია ფანჯიკიძე კონტროლის პალატას ხელისუფლების მაღალჩინოსნების ხელფასებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
12:58 19.03.2012
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე კონტროლის პალატას ხელისუფლების მაღალჩინოსნების ხელფასებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

როგორც მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კონტროლის პალატამ კერძო პირის ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში "ქექვას" თავი უნდა დაანებოს.

"ხელისუფლება ხალხის ბიუჯეტს ასე განკარგავს - პრემიერი ნიკა გილაურის ხელფასი -51 ათასი, პრემია - 75 ათასი ლარი. შსს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძეს - ხელფასი 35 ათასი, პრემია-72 ათასი ლარი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ხელფასის - 49 ათასი, პრემია-78 ათასი ლარი. ეს თანხები ბევრად აღემატება კერძო ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებულ პირთა ხელფასებს " - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ 105 მლნ ლარის ბედი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა გაურკვეველი მიზნით დახარჯა.

"ამ ფონზე ხელისუფლებისგან საერთაშორისო სტანდარტებზე, კორუფციასთან ბრძოლაზე და გამჭვირვალობაზე საუბარი სასაცილოა და ამის უკვე აღარავის სჯერა" - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ბეჭდვა