მაია ფანჯიკიძე - ხელისუფლება ივანიშვილისთვის მოქალაქეობაზე უარის სათქმელად ხელოვნურ მიზეზებს ეძებს
მაია ფანჯიკიძე - ხელისუფლება ივანიშვილისთვის მოქალაქეობაზე უარის სათქმელად ხელოვნურ მიზეზებს ეძებს
12:52 19.03.2012
ხელისუფლება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ყველა უსამართლობას ერთი დიდი უკანონობისთვის ნიადაგის მოსამზადებლად, კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობაზე  უარის თქმის გამო ჩადის. ამის შესახებ ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვის ვადის ამოწურვამდე 20 დღეზე ნაკლები დრო დარჩა. ხელისუფლებას უარის სათქმელად კანონიერი საფუძველი არ გააჩნია" - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, ივანიშვილისთვის დიდი ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებით და სხვა ე.წ. სამართალდარღვევების აღმოჩენის გზით, ხელისუფლება ცდილობს ხელოვნურად შექმნას საფუძველი იმისა, რომ ბიძინა იავნიშვილი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ამის გამო, მას საქართველოს მოქალაქეობას არ ანიჭებს.

ბეჭდვა