ფანჯიკიძე -"ქართული ოცნების" აქტივისტებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს
ფანჯიკიძე -"ქართული ოცნების" აქტივისტებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს
12:22 19.03.2012
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" აქტივისტებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ და ღირსების შემლახავი  მეთოდებით იმის თქმას აიძულებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს.

"ტერორი ყოველგვარ ზღვარს ცდება. ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების პანიკური შიში. ჩვენ ყველა აქტივიტს დავიცავთ და უპასუხოდ არაფერს დავტოვებთ" - აღნიშნა ბრიფინგზე ფანჯიკიძემ.

მისი განცხადებით, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორიის სამსახურის უფროსის ნათია მოგელაძის მოადგილის ამირანაშვილის ბლანკებზე, რის საფუძველზეც "ქართული ოცნების" აქტივისტებს დაკითხვაზე იბარებენ, სამი სხვადასხვა ხელმოწერა დაფიქსირდა.

"ჩვენ გვაქვს ამირანაშვილის 3 განსხვავებული ხელმოწერა, ის კასპში, გორსა და ფოთში ბლანკებზე სხვადასხვანაირად აწერს ხელს" - დასძინა ფანჯიკიძემ.

პრესსპიკერმა ყურადღება გაამახვილა გასულ კვირას "ქართული ოცნების" ლიდერებისა და დიპლომატების შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ დიპლომატებს კონტროლის პალატის უკანონო ქმედებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ბეჭდვა