დასავლეთ საქართველოში ხელისუფლების მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი
ალასანია ყველა კითხვას ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე უპასუხებს. ამის შესახებ დღეს ქართული ოცნების პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი აფსოლუტურად გასაგებია. ამიტომაც, ირაკლი ალასანია ყველა კითხვას პასუხს თავად გასცემს.
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რამდენიმე დღის წინ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში ხელისუფლება შეიარაღებულ ფორმირებებს აყალიბებს.
მისი თქმით, აღნიშნულ დაჯგუფებებს მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ გამოიყენებს.
ხელისუფლების მხრიდან ალასანიას განცხადებებს მწავავე შეფასებები მოჰყვა.
