საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი
საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი
12:05 19.03.2012
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის თბილისში ვიზიტის შესახებ ზუსტი თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის .
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცალსახად განაცხადა, რომ კლინტონის ვიზიტი საქართველოში აუცილებლად შედგება. თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ჰილარი კლინტონი თბილისს 2010 წელს სტუმრობდა.

ბეჭდვა