საქართველო-ლატვიას შორის ორმხრივი კონსულტაციები განახლდება
საქართველო-ლატვიას შორის ორმხრივი კონსულტაციები განახლდება
12:01 19.03.2012
თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოსა და ლატვიის საგარეო პოლიტიკური უწყების ორმხრივი კონსულტაციები გაიმართება.
საქართველოს დედაქალაქში ლატვიის დელეგაციის ვიზიტი 21 მარტს იგეგმება. ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააკეთა.
კალანდაძის ინფორმაციით, საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი კონსულტაციები გარკვეული პერიოდია არ ჩატარებულა. მისი განახლების სურვილი ორივე მხარემ გამოთქვა.
კალანდაძის განცხადებით, ლატვიის საგარეო პოლიტიკური უწყების დელეგაციასთან არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების საკითხი განიხილება, არამედ, საგარეო გამოწვევების შესახებ ერთობლივი გეგმები დაისახება.

ბეჭდვა