ივანიშვილის მიერ "ფოკანის" მისაკუთრების სურვილთან დაკავშირებით ინფორმაციას მაია ფანჯიკიძე ჭორს უწოდებს
ივანიშვილის მიერ "ფოკანის" მისაკუთრების სურვილთან დაკავშირებით ინფორმაციას მაია ფანჯიკიძე ჭორს უწოდებს
11:48 19.03.2012
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართული ხელოვნების სახელოსნო "ფოკანის" მისაკუთრების სურვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კოალიცია "ქართული  ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ჭორს უწოდებს.
როგორც მან ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, "ფოკანის" სახელოსნოს ფინანსური პრობლემები აქვს და ივანიშვილმა მხოლოდ მისი დახმარების სურვილი გამოთქვა.
"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან შეხვედრას, ისინი ერთმანეთს ერთი-ორჯერ შეხვედნენ და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობაზე კომენტარის გაკეთება ჩემს კომპეტენციაში არ შედის" - განაცხადა ფანჯიკიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი "ფოკანის" სახელოსნოს მენეჯმენტს მის დათმობას აიძულებს.

ბეჭდვა