"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს არასამთავრობო სექტორის,
მათ შორის კამპანია "ეს შენ გეხებას" წარმომადგენლები, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილს შეხვდებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აინტერესებთ გაიზიარებს პარლამენტი მათ მიერ მომზადებულ ცვლილებებს თუ საკუთარ ვარიანტს შეიმუშავებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხის მკაფიო რეგულირებას მოითხოვენ.
გასულ კვირაში გამართული შეხვედრის დროს, ახლგაზრდა იურისტთა ასოციაცია კუბლაშვილთან ორ საკითხზე ვერ შეთანხმდა - შემოწირულობების ლიმიტსა და ამომრჩევლის მოსყიდვის თემაზე.
